05:54
3 ივლისი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ნივთების ევოლუცია
საბეჭდი მანქანა პირველად 1874 წელს გამოჩნდა, ის მწერლების, საჯარო და კერძო ორგანიზაციების თუ კერძო პირების ინტერესის საგნად იქცა, როგორც პირადი მომწერისთვის, ასევე საქმიანი წერილების შესადგენად - ნახეთ როგორია ნივთის ევოლუცია
27-04-2022

საბეჭდი მანქანა - მე-19 საუკუნის შუა ხანებისთვის საქმიანი კომუნიკაციის მზარდმა ტემპმა შექმნა წერის პროცესის მექანიზაციის საჭიროება. სტენოგრაფებს და ტელეგრაფებს შეეძლოთ ინფორმაციის ამოღება წუთში 130 სიტყვამდე სიჩქარით, მაშინ როცა კალმით წუთში მაქსიმუმ 30 სიტყვა იწერებოდა  - კვლევა 1853 წლის  მონაცემებს ეყრდნობა.

საბეჭდი მანქანა გვხვდება მექანიკური ან ნახევრადმექანიკური რომელიც სიმბოლოებს დაიტანს ფურცელზე. სიმბოლოებში თავისთავად იგულისხმება ასოები, რომელთა რაოდენობა ენაზეა დამოკიდებული და საჭირო სასვენი ნიშნები ციფრებთან ერთად. რაღაც განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა საბეჭდ მანქანაზე ტექსტის აკრეფას. როგორც წესი მისი სისწრაფიდან გამომდინარე პირველად ასეთი მოწყობილობების გამოყენება სახელმწიფო სამსახურში დაიწყეს და  თავისთავად მწერლებისთვისაც ფუფუნებად იქცა, როდესაც მელნისა და რამდენიმე ათეული დღის ხელნაწერის შესრულების ნაცვლად გაჩნდა საშუალება გონებაში მოსული აზრის ფურცელზე შეძლებისდაგვარად სწრაფად გადასატანად. სისწრაფე როგორც წესი ინდივიდუალური მოვლენაა. სხვა დანარჩენი უნარების მსგავსად ისიც ვარჯიშდება და ასეთი კარგი მონაცემების მქონე სპეციალისტები თავისთავად განსაკუთრებულად ფასობდნენ.

პირველი საბეჭდი მანქანები  1874 წელს გამოჩნდა.  რამდენიმე წელიწადში ის მწერლების, საჯარო და კერძო ორგანიზაციების თუ კერძო პირების ინტერესის საგნად იქცა როგორც პირადი მომწერისთვის, ასევე საქმიანი წერილების შესადგენად. რადგან განსხვავებული კალიგრაფიის გამო ხელნაწერი ხშირად გაურკვეველ იეროგლიფებს უფრო ჰგავდა, ყველასთვის გასაგები და მისაღები ბეჭდური ტექსტი ოფიციალური მნიშვნელობით დაიტვირთა. ამიტომ დროთა განმავლობაში საბეჭდი მანქანის აუცილებლობა გაჩნდა. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა პირველმა და შემდეგ მეორე მსოფლიო ომებმა. სისწრაფე,  კონფედენციალობა, ხარისხი -  ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ინფორმაციის გაცვლა უფრო უსაფრთხო, მოსახერხებელი და სწრაფი იყო. სახელმწიფო ბრძანებებიდან პირად წერილებამდე - საბეჭდი მანქანების განსხვავებული ხმა ამა თუ იმ ენაზე ათეულობით ფურცელს ავსებდა შავი ან ლურჯი მელნით დაფიქსირებული წარწერით, რომელსაც უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი მისია ეკისრა - ამბის ადრესატამდე მისვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში საბეჭდ მანქანებთან ქალების იმდენად დიდი რაოდენობა მუშაობდა, რომ დროთა განმავლობაში პროფესიად იქცა და კარგ არჩევანად ითვლებოდა განსაკუთრებით გოგონებისათვის. ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავდა მამაკაცთა ინტერესსაც ამ საქმის მიმართ, თუმცა ასეთი გადანაწილების მთავარი მიზეზი მამაკაცების ფრონტზე აუცილებლობა იყო, ქალბატონების ჩართულობა კი ასეთი სახით წარმოებდა.

2011 წლის აპრილში, რამდენიმე საწარმოს დახურვამ, რომელთა პროდუქტი საბეჭდი მანქანების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი იყო გამოიწვია მითქმა-მოთქმა, თითქოს ეს ბოლო მანქანა იყო. ასე მაგალითად ბრიტანული ბრენდი  Brother's მიერ დამზადდა და გადაეცა მეცნიერების მუზეუმს მათ მიერ წარმოებული ბოლო საბეჭდი მანქანა როგორც ექსპონატი. მიუხედავად ამისა, მე-20 საუკუნის განმავლობაში და დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოიძებენებიან ადამიანები, რომელთათვის ნაშრომის შექმნა საბეჭდი მანქანის საშუალებით განსხვავებულ და განსაკუთრებულ ინტერესთან არის დაკავშირებული.  მათი ჩანაცვლება პერსონალური კომპიუტერებით დაიწყეს რომლებიც ტექსტის დამუშავების, პროგრამულ უზრუნველყოფას განაპირობებს. თუმც მწერლებთან ერთად არიან კოლექციონერებიც რომელთათვის ამა თუ იმ კომპანიის მიერ წარმოებული უნიკალური მოდელები ღირებულ მონაპოვრად ითვლება. ერთ-ერთი ასეთი კოლექციონერი გახლავთ ცნობილი ამერიკელი მსახიობი - ტომ ჰენქსი რომელიც საბეჭდი მანქანების დიდი მოყვარული და მომხმარებელია, შესაბამისად მის კოლექციაში ათობით საინტერესო ვერსია მოიძებნება, რომელთაც სათუთად უფრთხილდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები