03:47
21 იანვარი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რატომ დატოვეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ? - გიორგი ღიბრაძე განმარტებას აკეთებს
07-12-2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოც განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს და მათ მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ე.წ. უვადო მწვანე პასპორტის საკითხი გახდა, რომლის წინააღმდეგიც ჯანდაცვის გუნდია.

გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებთან სხდომის მიმდინარეობის შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა.

AutoPlay
დმიტრო კულება - ჩვენ არ გადავიხდით ჩვენი მოქალაქეების სისხლით პარტნიორების უუნარობისთვის - სწრაფად და მკაფიოდ გააკეთონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ვლადიმერ ზელენსკი - მინდა შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ურსულა ფონ დერ ლაიენი - სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგავართ ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ საკუთარი მეზობლების საქმეებში ჩარევის წინაშე
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
სწრაფი ტესტები ზოგ შემთხვევაში, ძირითადად დაავადების პირველ დღეს, შემთხვევათა მცირე ნაწილში "ომიკრონს" ვერ იჭერს - თენგიზ ცერცვაძე
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში მინიმალურადაც კი არაა დაცული - მიხეილ სააკაშვილი
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
კულტურის სფეროში განსაკუთრებულად არიან წარმოდგენილი თავისუფალი ადამიანები, ეს სფერო ივანიშვილის და წულუკიანის იერიშის სამიზნეა - საბა ბუაძე
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები