რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, თელავში კარგად ჩანს საქართველოს მიერ განვლილი გზა, ბრძოლით, გამოწვევებითა და წარმატებებით. როგორც სალომე ზურაბიშვილმააღნიშნა, თელავში შეჩერდა საქართველოს განვითარება და ახლა საქართველოს წინაშე ისევ გადამწყვეტი ეტაპია.