თბილისში, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს. როგორც „პალიტრანიუსს“ „საქათველოს ბანკის“ პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა დაშავებული არავინ არის.ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.