თბილისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია და გამოფენა გაიხსნა. მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეოიბა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციამ, საზღვრის მართვაში ჩართულმა სხვადასხვა უწყებამ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის რიგით მეთექვსმეტე კონფერენცია ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.