საბავშვო ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ისევ პოლონეთი გახდა. კონკურსი ვიკი გაბორიმ მოიგო, რომელმაც სიმღერა Superhero შეასრულა. მან კონკურსზე ჯამში 278 ქულა მიიღო. ქართველი მონაწილე გიორგი როსტიაშვილი სცენაზე მეექვსე ნომრად გამოვიდა, დათო ევგენიძის სიმღერა “we need love” შეასრულა და 69 ქულით 19 კონკურსანტს შორის მე-14 ადგილი მოიპოვა.