სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, "ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების" ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. 2014 წლის პერიოდში, ყვარლის მუნიციპალიტეტმა თანხა გამოყო, რაც საბაშვო ბაღებისათვის სათბობი შეშის შეძენას უნდა მოხმარებოდა. ბრალდებულებმა ხელოვნურად გაზარდეს შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა, რეალურად შეისყიდეს საბავშვო ბაღებისათვის არასაკმარისი სათბობი შეშა, ხოლო გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან 12 762 ლარი მიითვისეს. სასჯელი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.