ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი იანვრისთვის 26 მილიარდ 260 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 21 მილიონ 230 ათასი ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია პირველი დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
სებ-ის მონაცემებით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტების 407 მილიონ 560 ათასი ლარით, ანუ 3.63%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 386 მილიონ 330 ათასი ლარით, ანუ 2.56%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 36.03 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.17 პროცენტული პუნქტით შემცირდა.