საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი ნოემბრისთვის 22 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 356 მილიონ 100 ათასი ლარით, ანუ 1.6 პროცენტით მეტია პირველი ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე.ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 447 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 90 მილიონ 900 ათასი ლარით შემცირდა.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისთვის 36.6 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.96 პროცენტული პუნქტით შემცირდა.