საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი ივლისისთვის 24 მილიარდ 750 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 745 მილიონ 870 ათასი ლარით, ანუ 3.11%ით მეტია პირველი ივნისისთვის არსებულ მაჩვენებელზე.ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 65 მილიონ 330 ათასი ლარით ანუ 0.63 %-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 680 მილიონ 540 ათასი ლარით ანუ 4.98%-ით გაიზარდა.არსებული მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 37.83% შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.43 %-ით არის შემცირებული. ამასთან, სებ-ის ცნობით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილმა 84.42%, ხოლო ევროს წილმა 13.96% შეადგინა.