საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი ნოემბრისთვის 26 მილიარდ 320 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 691 მილიონ 900 ათასი ლარით, ანუ 2.7%-ით მეტია პირველი ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 508 მილიონ 920 ათასი ლარით ანუ 4.80%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 182 მილიონ 990 ათასი ლარით ანუ 1.22%-ით გაიზარდა.
სებ-ის ცნობით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.95% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.44%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.65% იყო.
ამასთან, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილმა 84.83%, ხოლო ევროს წილმა 13.58% შეადგინა.