საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი დეკემბრისთვის 22 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 252 მილიონ 900 ათასი ლარით ანუ 1.1 პროცენტით ნაკლებია პირველი ნოემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე.ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 56 მილიონ 300 ათასი ლარით ანუ 0.4 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 196 მილიონ 700 ათასი ლარით ანუ 2.3 პროცენტით შემცირდა.ამასთან, სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის 36.02 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.58 პროცენტული პუნქტით შემცირდა.