საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი აპრილისთვის 23 მილიარდ 100 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 209 მილიონ 400 ათასი ლარით, ანუ 0.9 პროცენტით მეტია პირველი მარტისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 157 მილიონ 400 ათასი ლარით ანუ 1.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 366 მილიონ 800 ათასი ლარით ანუ 2.8 პროცენტით გაიზარდა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.48 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და პირველი აპრილისთვის 38.15 პროცენტი შეადგინა.