საბანკო რეგულაციები, რომლებიც ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, კიდევ ერთხელ გადავადდა. საუბარია, ეროვნული ბანკის დებულებაზე, რომელიც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის პირობებს აწესრიგებს.
როგორც ცნობილია, დებულება საბანკო სექტორისთვის 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ ჯერ არაუგვიანეს 15 ნოემბრამდე გადაიწია, ახლა კი ირკვევა, რომ ახალი წესი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. რაც შეეხება დეტალებს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ცვლილებები შევა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაში. როგორც სებ-ში განმარტავენ, განახლებული დოკუმენტი უახლოეს პერიოდში გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.