ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5 მილიარდ 850 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია.
2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 966 მილიონ 900 ათასი ლარით, ანუ 1.73 პროცენტით გაიზარდა და 2021 წლის პირველი იანვრისთვის 56 მილიარდ 900 მილიონი ლარი შეადგინა.
2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.