საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააჟღერა.უკვე არსებობს ცვლილებების დრაფტიც, რომელსაც პირველ ეტაპზე მთავრობა განიხილავს. ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი თვლის, რომ დღეს ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობა მხოლოდ ფორმალურადაა აკრძალული. ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, რეალურად ბანკებს ყველა ინდუსტრიაში აქვთ საკუთარი ინტერესებიარასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების დამფუძნებლის აზრით, ახალი რეგულაციების შემოღებისას მთავრობას ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს. გიორგი კეპულაძის განმარტებით, ბანკების მხრიდან არაპროფილური აქტივების ფლობის პრობლემა დღეს აღარ დგას.