2019 წლის ივლისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა ათას 800 ტონა შეადგინა, რაც ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 100 ტონით ნაკლებია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში საავტომობილო ზეთების მთავარ მომწოდებლად იქცა ირანი. საანგარიშო პერიოდში ირანიდან 360 ტონა შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 20,0%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან: თურქეთი - 18,3% და რუსეთი - 13,3%-ით.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 11 ათას 200 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 300 ტონიღ აღემატება.