18:24
22 აგვისტო, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თებერვალ-მარტში 52 ტენდერს გამოაცხადებს
12-02-2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისიტრომ, სამშენებლო კომპანიებს,  გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.  შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დაგეგმილი ტენდერები სარეაბილიტაციო, საგზაო უსაფრთხოების, მოვლა შენახვისა და სტიქიის პრევენციის მიმართულებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამ წლის თებერვალ-მარტში, 52 ტენდერს გამოაცხადებს, რომლის ჯამური ღირებულება 485 მილიონი ლარია.  ამასთან, საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისთვის დამატებითი ბიუჯეტია გამოყოფილი. უფრო კონკრეტულად კი,  9 მილიონი ლარი დაიხარჯება საქართველოს მასშტაბით, საგზაო ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები