თოვისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ80-კმ97 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ანალოგიური ვითარებაა ახალქალაქი-კარწახის გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე.