ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა.
კერძოდ, 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4 ათას 400 ტონა, რაც 300 ტონით ანუ 6,4%-ით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით და 2 ათას 300 ტონით ანუ 109,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში კი საავიაციო ნავთის იმპორტმა 47 ათას 500 ტონა შეადგინა, რაც 42,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2020 წლის ოქტომბერში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 14 ათას 600 ტონა შეადგინა, რაც 3 ათასი ტონით ანუ 17%-ით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით და 5 ათას 200 ტონით ანუ 26,3%-ით ნაკლებია - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში კი სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 105 ათას 100 ტონა, რაც 30,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.