2021 წლის იანვარ-დეკემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 96,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 40 ათასი ტონით ანუ 70,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 5,4 ათასი ტონით ანუ 5,3%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 59,9% განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,4% - აზერბაიჯანიდან, 11,3% - იტალიიდან, 11,3% - თურქეთიდან, 2% - ეგვიპტიდან, 1,6% - საბერძნეთიდან, 1% - შვეიცარიიდან, 0,5% - რუსეთიდან; 0,01% - რუმინეთიდან. ამასთან, იმპორტიორთა კავშირის შეფასებით, საავიაციო ნავთის იმპორტი მთელი წლის განმავლობაში იზრდება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ტურიზმისა და საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენასთან.