დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საწოლფონდთან დაკავშირებული რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯრობით აქვს.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხვადასხვა კლინიკებში ახალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოებში 5 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, ხოლო საწოლ ფონდი კიდევ 3 ატასი ადამიანისთვსი არსებობს.
როგორც გამყრელიძე ამბობს, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება.