სააუქციონო სახლი Sotheby's იყიდება. აუქციონს კომპანია BidFair USA 3 მილიარდ 700 მილიონ დოლარად ყიდულობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ცნობისთვის, BidFair USA ბიზნესმენ პატრიკ დრაის ეკუთვნის, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბიზნესში მოღვაწეობს.
როგორც Sotheby's-ის პრესსამსახურში აცხადებენ, „შეთანხმება წლის ბოლომდე დასრულდება, მას შემდეგ რაც აქციონერებისა და მარეგულირებლის თანხმობას მიიღებენ “.
სააუქციონო სახლი Sotheby's, რომლის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, 1744 წელს ლონდონში დაფუძნდა და დღეისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სააუქციონო სახლია მსოფლიოში, რომელიც ხელოვნებისა და საიუველირო, ასევე საკოლექციო ნივთებით ვაჭრობს.