Tokyoflash ეს არის ერთ-ერთი ცნობილი იაპონური საათების მწარმოებელი კომპანია. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გამოუშვა ახალი ტიპის საათი, რომელიც დროს რადარის პრინციპით აჩვენებს. როგორც ამბობენ, საათი დროს რადარის ციმციმის მეშვეობით აჩვენებს და ანათებს. ის აჩვენებს საათის ორ რეჟიმს, თარიღს, საათს და USB-ის საშუალებით იტენება. ის დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და რადარის მსგავსი დიზაინი აქვს. მაჯის საათს აქვს კრისტალის ლინზა, რომელზეც გამოისახება ციფრები და რადარის ისრები. მისი დიოდური ნათურა კი ეკრანს ანათებს. ეკრანზე საათი, წუთები და წამები რადარის სიგნალის მეშვეობით ჩნდება. მომხმარებელს შეუძლია საათის ეკრანის მწვანე ან ლურჯ ფერში განათება. საათის ეკრანზე ჩნდება თარიღი ღილაკზე თითის დაჭერით. იმისთვის რომ საათი დატენოთ, ის USB კაბელით უნდა შეუერთოთ კომპიუტერს. მის სრულად დატენვას 3საათნახევრი ჭირდება და თითო დატენვაზე ის 1 თვე მუშაობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, თავდაპირველად საათზე დროის ამოცნობა და წაკითხვა ცოტა რთულია, თუმცა მომხმარებელი მალევე ეჩვევა არასტანდარტულ საათს და დროის ამოცნობის უნარსაც გამოიმუშავებს. ციმციმის მეშვეობით ეკრანზე გამისახება ციფრები, საათი, წუთები და წამები, ხოლო თუ მის ღილაკს თითი დაჭერით ჩნდება თარიღი.