მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი ლარითა და 20 თეთრით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 170 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 171 ლარი და 40 თეთრი იყო.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ლარითა და 40 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის სექტემბერში ეს მონაცემი 168 ლარსა და 80 თეთრს შეადგენდა.„საქსტატის“ მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში ლარითა და 10 თეთრით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 150 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, 2 ლარითა და 20 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 285 ლარი და 40 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის სექტემბრის მონაცემთან შედარებით, 2 ლარითა და 20 თეთრით არის გაზრდილი.