მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 40 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარსა და 40 თეთრს შეადგენდა. ხოლო იანვარში ეს მაჩვენებელი 175 ლარი იყო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 30 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის თებერვალში ეს მონაცემი 168 ლარსა და 10 თეთრს შეადგენდა.
"საქსტატის" მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, თებერვალში 30 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. კერძოდ, წინა თვეში ეს მონაცემი 155 ლარი და 30 თეთრი. რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, თებერვალში ის იანვართან შედარებით, 70 თეთრით გაიზარდა და 294 ლარი და 20 თეთრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით, 12 ლარითა და 10 თეთრით არის გაზრდილი.