2019 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა თებერვალში ეს მაჩვენებელი 179 ლარი და 10 თეთრი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4.3 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის მარტში ეს მონაცემი 176 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, თებერვალთან შედარებით, მარტში 1 ლარითა 80 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160 ლარი და 50 თეთრი შეადგინა. გარდა ამისა სამნახევარი ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის მარტის მონაცემთან შედარებით, 7 ლარითა და 30 თეთრით არის გაზრდილი.