საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის მარტში 150 ლარითა და 30 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 40 თეთრით მეტია. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის მარტთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 7 ლარითა და 10 თეთრით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 284 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებლზე 2 ლარითა და 60 თეთრით მეტია.