მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 167 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. ივნისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 174 ლარი და 30 თეთრი იყო. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 10 ლარით და 60 თეთრით გაზრდილია. 2016 წლის ივლისში იგივე მონაცემი 156 ლარსა და 60 თეთრს შეადგენდა.