საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის აპრილში 151 ლარითა და 30 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარით მეტია. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის აპრილთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 8 ლარითა და 50 თეთრით გაიზარდა. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 2017 წლის აპრილში 286 ლარი და 50 თეთრი შეადგინა, რაც მარტის მაჩვენებლზე 1 ლარითა და 80 თეთრით მეტია, წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე კი 16 ლარითა და 10 თეთრით მეტი.