2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 221 ლარსა და 10 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 218 ლარი და 30 თეთრი იყო.
2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 38 ლარითა და 80 თეთრით არის გაზრდილი. შარშან აგვისტოში საარსებო მინიმუმი 182 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით, 2 ლარითა და 40 თეთრით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 193 ლარისა და 40 თეთრის ნაცვლად 195 ლარი და 80 თეთრი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 161 ლარსა და 50 თეთრს შეადგენდა.