გასული წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარითა და 20 თეთრით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 173 ლარსა და 50 თეთრს შეადგენდა. ნოემბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 175 ლარი და 70 თეთრი იყო.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 11 ლარითა და 90 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2016 წლის დეკემბერში იგივე მონაცემი 161 ლარსა და 60 თეთრს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, დეკემბერში 2 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. კერძოდ, წინა თვეში ეს მონაცემი 153 ლარი და 70 თეთრი, ხოლო 2017 წლის ნოემბერში 155 ლარი და 70 თეთრი იყო. რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, ნოემბერთან შედარებით დეკემბერში ის 3 ლარითა და 80 თეთრით შემცირდა და 291 ლარი შეადგინა.