შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობა სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
საბანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 21 ნოემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.