ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. არსებული ინფორმაციით, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს შეეხო, მათ შორის, მმართველი გუნდი სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე მსჯელობდა.