საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო უმცირესობა შეხვედრაზე 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს დააყენებს. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ გეგმავს.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან. არასამთავრობოები ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებული საკითხით აპირებენ დაინტერესებას.
თავის მხრივ, მმართველი გუნდი განმარტავს, რომ სამუშაო პროცესი აწყობილი იქნება ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო. საპარლამენტო უმრავლესობაში იმედს გამოთქვამენ, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის ფართო კონსენსუსი იქნება მიღწეული.
სამუშაო პროცესში ჯამში ჩართული იქნებიან შვიდი საარჩევნო სუბიექტი და ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია.