პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციური პარტიების მიმართვას პასუხობს. როგორც თალაკვაძის საპასუხო განცხადებაშია ნათქვამი, მათი სურვილია, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც გააკეთეს. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალი პარტიების რაოდენობის გაზრდის ინიციატივით მიმართეს.