საარჩევნო რეფორმა - სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით - Palitra News

საარჩევნო რეფორმა - სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით

2019-08-05 13:16:12+04:00

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. უშუალოდ შეხვედრის დაწყებამდე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი ძალის 9 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. საარჩევნო კანონმდებლობის ძირითადი რეფორმა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. მსჯელობის საგანია პარტიების დაფინანსების საკითხიც. სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები შედიან, მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.