ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ არ უნდა კვდებოდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა, როდესაც ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, ის ადამიანი, რომელსაც ჩვენი შვილების აღზრდას ვანდობთ, არჩევნების დროს არ უნდა კვდებოდეს.ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.