საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს იწყებს. სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. კონსულტაციებში ჩართავას გეგმავს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია.
რამდენიმე თვის წინ ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილების და პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლისთვის გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს და პარლამენტს წარუდგინეს.
20 ივნისის მოვლენების შემდგომ კი, მმართველმა პარტიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ დღის წესრიგში კონსულტაციების გამართვის საჭიროება დადგა.