"საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მთავარია პროფესიული გამოცდილება, ამ ნიშნით ადამიანების არჩევა" - თამარ ჟვანია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს - Palitra News

"საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მთავარია პროფესიული გამოცდილება, ამ ნიშნით ადამიანების არჩევა" - თამარ ჟვანია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

2018-09-14 18:38:18+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. ოპოზიციის წევრების თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამიტომ ხდება კომისიების დაკომპლექტება ნათესაური კავშირით, მხარდამჭერებით და აქტივისტებით.თამარ ჟვანია აცხადებს, რომ წევრების შერჩევა მხოლოდ პროფესიული ნიშნით მოხდება და ნეპოტიზმი ამ პროცესში გამორიცხულია.