თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დღეს დაიწყება. როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართავს, რადგან მისი თქმით, არსებითად არის დარღვეული კალანდიას სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ადვოკატის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულება, გაუგებარი მიზეზების გამო, პროცესზე კალანდიას მიყვანისგან თავს იკავებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს მიხეილ კალანდიას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.