თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები უდანაშაულოდ სცნო. პროკურატურამ ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წელს მიმართა. უწყება ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო, გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვდა. აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურის მიერ ჩატარდა ხელახალი გამოძიება.