თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის საპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვები გაასაჩივრა მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმაც და სახელმწიფო ბრალდებამაც. როგორც კონდახიშვილი აცხადებს, ის, რაც მელიასთვის დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით მოსამართლის განჩინებაში წერია, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან, რაც პარლამენტის წევრის შეუფერხებელ საქმიანობას გულისხმობს. თავის მხრივ, პროკურატურა მელიასთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას აპროტესტებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.