თბილისის სააპელაციო სასამართლო ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას იწყებს. პირველი პროცესი დღეს, 14:00 საათზე ჩატარდება, სადაც მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. შესავალ სიტყვაში პროკურორები იმ გარემოებებსა და ფაქტებზე ისაუბრებენ, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბრალდებამ, ფოტოგრაფების მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა.