ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET ქართული სუფრის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის დეკემბერში 5-6 ადამიანზე გათვლილი საახალწლო სუფრის საშუალო ღირებულება 149.5 ლარია, რაც 2015 წლის დეკემბრის მონაცემებს დაახლოებით 5% -ით აღემატება. ISET-ის ინფორმაციით, საახალწლო სუფრის მომზადება, რომელშიც ძირითადი ტრადიციული კერძები შედის, ყველაზე ძვირი - 160.8 ლარი აჭარაში, ხოლო ყველაზე იაფი - 142.40 შიდა ქართლში ჯდება.