საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს 23:00 საათზე დაიწყება.კონცერტის წლევანდელი კონცეფცია კინომუსიკაზეა აგებული. გარდა ამისა, კონცერტზე შესრულდება საშობაო სიმღერები და ყველა დროის და ყველასთვის საყვარელი ჰიტები.თითქმის ოთხსაათიან კონცერტში 201 მუსიკოს-შემსრულებელი მიიღებს მონაწილებას, მათ შორისაა ამერიკული ბენდი „New York Voices”, ასევე, ქართველი შემსრულებლები.