07:36
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საახალწლო ბაზრობები საქართველოსა და ევროპაში
08-01-2016
ვარდების მოედანზე საგანგებოდ მოწყობილი საახალწლო ქალაქი შობისთვის უკვე დაშლილი დაგვხვდა. აქ აღარც მორთული სახლები და აღარც სპეციალურად გაწყობილი სავაჭრო დახლებია, მოედანზე მხოლოდ რამდენიმე გარემოვაჭრე ცდილობს დარჩენილი პროდუქციის გაყიდვას. საშობაო ალილოზე გამოსული მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ საახალწლო ქალაქის დათვალიერება ვერ მოასწრო.

საახალწლო ქალაქში მოვაჭრეებს ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, სხვადასხვა სუვენირი, სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები გაეყიდათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თბილისში საახალწლო ბაზრობა ჯერ კიდევ არ ქცეულა მომგებიან ბიზნესად. მოვაჭრეები ხელისშემშლელ ფაქტორებად არახელსაყრელ პირობებს და მყიდველის ნაკლებობას ასახელებენ.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო ბაზრობა გერმანიის პატარა ქალაქ ნურემბერგია და თითქმის ერთი თვე გრძელდება. აქ ადგილობრივებს თუ ტურისტებს შეუძლიათ ერთდროულად გემრიელი საკვები დააგემოვნონ, გაერთონ და სასურველი ნივთები შეიძინონ. ევროპის დიდ თუ პატარა ქალაქებში უკვე დიდი ხანია საშობაო და საახალწლო ბაზრობები ორგანიზებულ ბიზნესად და ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა.
AutoPlay
ბიზნეს ასოციაციასა და ბიზნესომბუდსმენს შორის შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
საქსტატი - ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 9%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
Moody's 2019-2020 წლებში დიდი ოცეულის ქვეყნების მშპ-ს 2,6%-იან ზრდას პროგნოზირებს
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოძრავი ტაქსების ბამპერები თეთრი ფერის უნდა იყოს
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები