„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ექს პრეზიდენტს გადაადგილება უჭირს, გამხდარია და ფერმკრთალი. თუმცა, ამის მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
ამასთან, წითლიძის თქმით, გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართული აქციისთვის ექს პრეზიდენტმა მხარდაჭერებს მადლობა გადაუხადა