საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ წარდგენილ მაჟორიტარებზე საუბრობს. მისი განცხადებით, დევნის ფაქტების მიუხედავად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლო.
სააკაშვილი წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძის კანდიდატურის ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩანაცვლების ფაქტსაც ეხმაურება. მისი თქმით, დევი ჭანკოტაძე ნაციოანალური მოძრაობის პარტიულ სიაში იქნება წამოდგენილი.