საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი უფროსი პროკურატურას სიცრუეში ადანაშაულებს. თემურ ჯანაშია და მისი ადვოკატები პროკურორ ნათია სონღულაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ.პროკურორი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იგივე სახის ხარჯები მინიმუმამდე დავიდა. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2013 წელს სახელმწიფო დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის, ანზორ ჩუბინიძის, მიერ სამსახურის ხელმძღვანელობის დროს, პრეზიდენტის საჭიროებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი აქვს გახარჯული.